» » FCB : მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის კომენტარები

FCB : მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის კომენტარები

24-აგვ-2020, 10:58
0193
მიუნხენის "ბაიერნის" ორი გამოცდილი ფეხბურთელი, მანუელ ნოიერი და თომას მიულერი, ტრიუმფალური საღამოს შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებენ. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში "ბავარიამ" "პსჟ" მინიმალური სხვაობით ანგარიშით 0-1 დაამარცხა და ხსენებული ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

მანუელ ნოიერი - "ძალიან რთულია მატჩის შემდგომ, მყისიერად ამ ყოველივეს გააზრება. რა თქმა უნდა, საფინალო სასტვენის შემდეგ ბედნიერების განცდა წარმოუდგენელი იყო. ყველამ შვებით ამოისუნთქა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითად 90 წუთს 5 წუთი დაემატა. ყველა მოუთმენლად ველოდით ამ სასტვენის ხმას. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ეს ასრულებული ოცნებაა!"

თომას მიულერი -"დაუჯერებელი გრძნობაა. ჩვენს უკან დარჩა ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობა. შემოდგომაზე გუნდი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა ამის შემდეგ სენსაციური სერია ვაჩვენეთ. ვგრძნობთ, რომ ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ამ გუნდში ძლიერი სულია, ბიჭები მზად არიან წარმატების მოპოვებისთვის იბრძოლონ. ბედნიერები ვართ, რომ კარებში მანუელ ნოიერი გვყავს. გუნდი უშეღავათო ბრძოლაში იყო შესული. ეს არ იყო იდეალური მატჩი, თუმცა თავი არ დაგვიზოგავს და ახლა მწვერვალზე ვიმყოფებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მათ შორის სახლიდან"

მანუელ ნოიერი თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგა ფინალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..