» » კომანი: უბედნიერესი ადამიანი ვარ

კომანი: უბედნიერესი ადამიანი ვარ

24-აგვ-2020, 11:35
0222
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გმირი კინგსლი კომანი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" კარში ერთადერთ გატანილ გოლის ავტორად მოგვევლინა, მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს.

"რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ. ამას ხაზგასმით აღვნიშნავდი. ეს იყო დაუჯერებელი საღამო - არამხოლოდ ამ კლუბისათვის, არამედ გულშემატკივრებისთვის. მსურდა კარგი თამაში მეჩვენებინა. "პარი სენ-ჟერმენის" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მოცეუმლ მომენტში ასი პროცენტით "ბავარიელი" ვარ და გამარჯვების მოპოვება მსურდა. ამისათვის აუცილებელია პროფესიონალად დარჩე. მატჩის მსვლელობის დროს, სხვა რამეზე არ უნდა იფიქრო. რა თქმა უნდა, ვიზიარებ "პსჟ"-ეს მწუხარებას, მეც პარიზიდან ვარ."-აღნიშნავს ფრანგი შემტევი ნახევარმცველი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" პარიზული კლუბი, მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა და ხსენებული ტურნირის გათამაშება ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

კინგსლი კომანი ფინალი პარი სენ-ჟერმენი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..