სახალისო ფაქტი : ნეიმარმა გამარჯვება ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა
"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი, ნეიმარი სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით გუშინდელ მარცხს გამოეხმაურა. ფეხბურთელმა გამარჯვება. შეცდომით ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა.
"მარცხი - ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია. ვცდილობდით, ყველაფერი გაგვეკეთებინა და ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ძალიან დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ჩემი მილოცვა "ბაიერს" -წერდა ბრაზილიელი ფეხბურთელი.
ხსენებულ ტვიტს მალევე გამოეხმაურა ლევერკუზენის "ბაიერი" -
"დიდი მადლობა ნეიმარ! კარგად არ გვესმის რატომ გვილოცავ, ჩვენ ხომ შვებულებაში ვიმყოფებით და FIFA-ს ვთამაშობთ, თუმცა მაინც დიდი მადლობა"