» » Daily Mail : ფერდინანდმა ალფონსო დევისი შეაქო

Daily Mail : ფერდინანდმა ალფონსო დევისი შეაქო

24-აგვ-2020, 13:34
0111
მანჩესტერ "იუნაიტედის" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, რომელიც მოცემულ მომენტში საფეხბურთო ექსპერტად გვევლინება ალფონსო დევისის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, დევისი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე.

"დევისი - საფეხბურთო სამყაროს, უსაინ ბოლტია. თავისუფლად შეგვიძლია მას ვუწოდოთ, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა განაპირა მცველი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან მომწონს, მისი შესაძლებლობა იასპარეზოს ორივე ფლანგზე. მისი სისწრაფე კატასტროფულ შედეგებს იწვევს."-ციტირებს გამოცემა Daily Mail რიო ფერდინადის სიტყვებს.

ალფონსო დევისი ლიბერიელი ფესვების მქონე ფეხბურთელია, რომელიც მიუნხენის "ბაიერნს" კანადიდან შეუერთდა. მან გერმანიის "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა. 2019/2020 წლის სეზონში დევისმა 29 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა სამი გატანილი გოლითაც. გამოცემა transfermarkt ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

რიო ფერდინანდი ალფონსო დევისი უსაინ ბოლტი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..