» » ემანუელ მაკრონი : ჩემი მილოცვა მიუნხენის "ბაიერნს"!

ემანუელ მაკრონი : ჩემი მილოცვა მიუნხენის "ბაიერნს"!

24-აგვ-2020, 13:53
0108
საფრანგეთის პირველი პირი ემანუელ მაკრონი, "პარი სენ-ჟერმენის" მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანგული კლუბი ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოც დაისაკუთრა.

"მიუნხენის "ბაიერნს" ვულოცავ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგებას. ვულოცავ "პარი სენ-ჟერმენსაც" იმ წარმატებულ გამოსვლას, რაც გუნდმა ხსნებულ ტურნირზე აჩვენა. ფრანგული ფეხბურთის გამარჯვების საათი ჯერ კიდევ წინაა."-ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ გვერდი.

ემანუელ მაკრონი ფეხბურთის დიდი ქომაგია. იგი 2018 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსაც აქტიურად ადევნებდა თვალს. პირადად დაესწრო საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებ გუნდთან ნახევარფინალურ პაექრობას. ესწრებოდა ფინალურ შეხვედრასაც, სადაც "მამლებმა" ხორვატიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.

ემანუელ მაკრონი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა მილოცვა ფინალი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..