» » კანადის პრემიერ-მინისტრი ალფონსო დევისს : კანადელები შენით ამაყობენ!

კანადის პრემიერ-მინისტრი ალფონსო დევისს : კანადელები შენით ამაყობენ!

25-აგვ-2020, 13:54
0128
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებულ ასპარეზობას გამოეხმაურა, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ალფონსო დევისის მისამართით და მომხდარ ფაქტს ისტორიული მომენტი უწოდა. შეგახსენებთ უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნით შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანგული კლუბი "პარი სენ-ჟერმენი" მინიმალური სხვაობით 0-1 დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ისტორიაში რიგით მეექვსედ მოიგო.

"ისტორიული მომენტი! კანადელები შენით ამაყობენ. დიდ გამარჯვებას გილოცავ ალფონსო!" -წერს პრემიერი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. ხსენებულ ტვიტს მალევე გამოეხმაურა თავად ადრესატიც -"დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო! შემიძლია სახლში ერთი კვირით დაბრუნება?

კანადის პრემიერ-მინისტრი ალფონსო დევისს : კანადელები შენით ამაყობენ!

ალფონსო დევისი ჯასტინ ტრიუდო ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..