» » კოვაჩი: "ბაიერნმა" დამსახურებულად მოიგო

კოვაჩი: "ბაიერნმა" დამსახურებულად მოიგო

25-აგვ-2020, 15:46
0114
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერის" წარმატებულ გამოსვლას ეხმიანება. მისი განცხადებით, მიუნხენურმა კლუბმა ბრწყინვალე სეზონი განვლო და სანუკვარი ჯილდოს მოპოვება, სრულებით დაიმსახურა.

"ჰანსი ფლიკს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, მისალოცი წერილი მივწერე, რადგანაც მათ დაიმსახურეს ეს ტიტული. ფლიკმა, უეფას ჩემპიონთა ლგაზე, მართლაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, "ბაიერნი" თითოეულ მატჩში დომინირებდა, ეს საუკეთესო გუნდი იყო. სრული 90 წუთის მანძილზე (იგულისხმება ფინალური ბრძოლა) დარწმუნებული ვიყავი, რომ "ბაიერნი" გამარჯვებას შეძლებდა."-ციტირებს გამოცემა Bild ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ხორვატი სპეციალისტი გერმანული გრანდის რიგებში 2018 წლის აპრილის თვიდან, 2019 წლის ნოემბრამდე მოღვაწეობდა. არასახარბიელო შედეგების გამო, კოვაჩი ვადაზე ადრე იქნა განთავისუფლებული ხსენებული თანამდებობიდან.

ნიკო კოვაჩი ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..