» » ლევანდოვსკი : კარიერის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ლევანდოვსკი : კარიერის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

31-აგვ-2020, 16:15
083
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. მის ინტერვიუს გამოცემა Sky Sport გვთავაზობს.

"ის კონტრაქტი, რაც მოცემულ მომენტში მაქვს არ იქნება ბოლო ჩემს კარიერაში. მომავალშიც მსურს ფეხბურთის თამაში. მსურს კიდევ უფრო მეტს მივაღწიოა, "ბაიერნში" ჩემი თანაგუნდელებიც სწორედ ამავე აზრზე არიან. ვითამაშებ თუ არა კიდევ 10 წელი? 8 შესაძლებელია. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას მიუნხენში კარიერის დასრულების თაობაზე, ასეთი ვარიანტი დასაშვებია, თუმცა ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, როგორც გითხარით, ვაპირებ კიდევ მრავალი წელი ვიასპარეზო."-აცხადებს რობერტ ლევანდოვსკი.

2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, პოლონელმა შემტევმა 55 გოლის გატანა მოახერხა. იმობილეს ანგარიშზე 39 გოლია აღნიშნული, კრიშტიანო რონალდოს აქტივში კი - 37.

რობერტ ლევანდოვსკი კარიერის დასრულება

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..