» » Kicker: სანე პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს

Kicker: სანე პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს

31-აგვ-2020, 16:18
0106
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ლეროი სანე გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, სანე მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში, სწორედ ხსენებულ სპეციალისტთან ერთად მუშაობდა.

"პოზიციურ თამაშში, მის აღქმაში, ტაქტიკურ მოქმედებებში, როგორც შეტევის, ისე დაცვის დროს - გვარდიოლამ ჩემი ერთგვარი გადაპროგრამირება მოახდინა. არის მარტივი მომენტები, როდესაც ფიქრობ : "ოო, არასოდეს", თუმცა რეალიზაციის შემდეგ, მაშინვე ხვდები რომ გვარდიოლა მართალი ყოფილა. მისი რჩევები, ძალიან გეხმარება. ეს რჩევები, თამაშს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის. ტაქტიკა - მისთვის, ყველაზე მთავარი რამ არის"-ციტირებს გამოცემა Kicker ლეროი სანეს სიტყვებს.

ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნს" 2020 წლის 15 ივლისს შეურთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი 24 წლის ფეხბურთელს - 80 მილიონ ევროდ აფასებს.

ლეროი სანე პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..