» » ZDF: ალკანტარას ორაზროვანი განცხადება

ZDF: ალკანტარას ორაზროვანი განცხადება

5-სექ-2020, 10:59
066
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, რომელიც მოცემულ მომენტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება.

"მოცემულ მომენტში მხოლოდ უკრაინის ერვნულ გუნდთან მოახლოებულ შეხვედრაზე ვარ კონცეტრირებული. ამის შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. "ბაიერნი" - ჩემი სახლია, ამ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ."-ციტირებს გამოცემა ZDF ტიაგო ალკანტარას სიტყვებს.

შეგახსენეთ, განვლილი სეზონის ბოლოს ტიაგო ალკანტარამ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრობს. ფეხბურთელით ინტერესდება ინგლისური "ლივერპული". ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, საფეხბურთო ექსპერტი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი - შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა:

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტიაგომ "ბავარიელთა" შეთავაზება, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშრებით, დაბლოკა. ცალსახაა, რომ მას "ბაიერნში" დარჩენის სურვილი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შეთავაზებას გერმანული გრანდი არც გააკეთებდა, თუმცა ბოლო წუთებში მან გადაიფიქრა და განცხადა, რომ შესაძლოა სხვა რამ სურდეს. ძალიან გამიკვირდებოდა, "ბაიერნის" შემოთავაზებაზე ისე ეთქვა უარი, სხვა წინადადებები რომ არ ჰქონდეს მიღებული. დაწმუნებული ვარ, მას აქვს შეთავაზება "ლივერპულიდან". დიდი ალბათობით, ახლა მუშაობა სატრანსფერო ფასზე მიმდინარეობს." - აცხადებდა ჰამინი გამოცემა talkSPORT საუბრის დროს.

ტიაგო ალკანტარა ბაიერნი ლივერპული ტრანსფერი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..