» » ლევანდოვსკი: ასაკს ვერ ვგრძნობ

ლევანდოვსკი: ასაკს ვერ ვგრძნობ

6-სექ-2020, 01:10
056
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე საუბრობს. გამოცდილი შემტევის განცხადებით, იგი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და ხსენებული შედეგი დაუღალავი შრომის შედეგია.

"ვერ ვგრძნობ, რომ ახლა 32 წლის ვარ. მაქვს განცდა, რომ მოცემულ მომენტში უკეთ ვარ, ვიდრე 26 წლის ასაკში. არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ტექნიკური შესაძლებლობებითაც. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ბოლო რამდენიმე წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი." - ციტირებს გამოცემა Kicker რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის წლის ფეხბურთელად დასახელდა. გასულ სეზონში პოლონელმა გოლიადორმა 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 55 გატანილი გოლით და 10 შედეგიანი გადაცემით. მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მან ისტორიული ტრებლი გაიფორმა.

ლევანდოვსკი ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..