» » ლიოვი: იმედგაცრუებულები ვართ

ლიოვი: იმედგაცრუებულები ვართ

6-სექ-2020, 01:17
064
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ერთა ლიგის ეგიდით, ესპანეთის ნაციონალურ გუნდთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ბუნდესნაკრები მატჩს დიდი ხნის მანძილზე იგებდა, თუმცა ესპანელებმა შეხვედრის გადარჩენა 96-ე წუთზე, მაინც მოახერხეს. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.

"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა იყო დადებითი მომენტებიც. სასიამოვნოა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თამაშის ყურება. ისინი ძალიან ტექნიკურად მოქმედებენ, მუდამ კონკრეტულ გეგმას მიჰყვებიან. მათთან პაექრობა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს."-ლაკონურად შემოიფარგლა გამოცდილი სპეციალისტი.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში, იოაჰიმ ლიოვის კოლეგა ლუის ენრიკე შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა -"შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ უფრო ხარისხიანი მომენტები შევქმენით ვიდრე მოწინააღმდეგემ. გატანილი გოლის შემდეგ, გერმანელებმა უკან დაიხიეს და დაცვაში ჩადგნენ. ჩვენ ამ ყველაფერმა შესაძლებლობა მოგვცა ფლანგები უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დამშეულ ფეხბურთელებს უყურებ. ფერან ტორესმა დიდოსტატურად ითამაშა, ფატისთვის კი ეს საოცნებო დებიუტი იყო."

"თუ ამ შეხვედრას წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით შევხედავთ, მე არ ვარ კმაყოფილი. ბურთს ძალიან ხშირად ვკარგავდით. ეს შეცდომები, თამაშის ტემპმა განაპირობა. ვეჭვობ, იოაჰიმ ლიოვი იმედგაცრუებული დარჩებოდა შეხვედრის ფინალური შედეგით."-აღნიშნავდა ლუის ენრიკე.

იოაჰიმ ლიოვი ლუის ენრიკე ერთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.