» » სანე: 10 ნომრიანი მაისური შეგნებულად ავირჩიე

სანე: 10 ნომრიანი მაისური შეგნებულად ავირჩიე

6-სექ-2020, 14:09
182
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ლეროი სანე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, იგი ბოლომდე კონცენტრირებულია და ახალ სეზონს, შესაბამისი განწყობით ხვდება.

"მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კლუბში, საკვანძო მნიშვნელობის მქონე ფეხბურთელად მსურს ასპარეზობა. გერმანიაში ტიტული ამ დრომდე არ მომოგია. ვფიქრობ ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღქმა, რომ ჩემს ტრანსფერს ული ჰიონესი ლობირებდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ჰასან სალიჰამიჯიჩის, ოლივერ კანის და ჰერბერტ ჰაინერის მხარდაჭერა. "ბაიერნის" ფეხბურთელებმა მაშინვე განმიცხადეს, რომ კლუბში ოჯახური ატმოსფერო სუფევს. აქ უკვე რამდნიმე კვირა,ა რაც ვიმყოფები და ხსენებული ფაქტის დადასტურება შემიძლია."

"10 ნომერი? შემიძლია ამ წნეხს გავუმკლავდე. მე არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას, რომელიც მალე ნებდება. ეს ნომერი თავის თავში დიდ ისტორიას ატარებს. ჩემამდე 10 ნომრიან მაისურს დიდებული ფეხბურთელები ირგებდნენ. ეს ნომერი შეგნებულად ავირჩიე, რათა ყველას დავანახო, რომ აქ პასუხისმგებლობის ასაღებად მოვედი. მიუნხენის "ბაიერნში" დიდი მიზნები მაქვს. მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ჩემი ნდობა შეიძლება."-ციტირებს ლეროი სანეს სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნი

0
0

Bavaria 333 (7 სექტემბერი 2020 16:25)

მაგ 10 ნომერს დამსახურება უნდა
ჯობია ფორმაში შევიდეს ეს და კარგად ითამაშოს თორე სათადარიგოზე გადაინაცვლებს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.