» » კუმანი ვეინალდუმს ითხოვს, ხელმძღვანელობას კი ტიაგო ალკანტარა სურს

კუმანი ვეინალდუმს ითხოვს, ხელმძღვანელობას კი ტიაგო ალკანტარა სურს

7-სექ-2020, 19:24
083
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და რონალდ კუმანს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ტობი ალტშტეფელი სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნობს, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ტიაგო ალკანტარას შეძენა სურს.

შეგახსენებთ ეს უკანასკნელი, მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. თავად კუმანი კი იგივე პოზიციაზე ჯორჯინიო ვეინალდუმის კანდიდატურას ითხოვს. იგი ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებიდან, კარგად იცნობს.

წყარო ამტკიცებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კუმანზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს და ცდილობს აზრი შეაცვლევინოს. გარდა ამისა, კატალონიელებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და ფეხბურთელთან (ტ.ალკანტარა) კონკრეტული კომუნიკაცია უკვე შედგა - აღნიშნავს ჟურნალისტი. დასავლურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, ბაიერნის ნახევარმცველის მიმართ ინგლისური "ლივერპულის" ინტერესზეც. როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.

კუმანი ვეინალდუმს ითხოვს, ხელმძღვანელობას კი ტიაგო ალკანტარა სურს

კუმანი ტიაგო ალკანტარა ბარსელონა ვეინალდუმი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..