» » კროოსი: პრესინგის დროს უკეთ თამაში გვმართებს

კროოსი: პრესინგის დროს უკეთ თამაში გვმართებს

7-სექ-2020, 19:26
081
გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ტონი კროოსი ერთა ლიგის ეგიდით, შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი ფრედ ანგარიშით 1-1 დასრულდა.

"სამწუხაროდ, ეს მატჩიც დაახლოებით იგივე სცენარით მიმდინარეობდა, როგორც ეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან იყო. აგრესიული-პრესინგის დროს უკეთ თამაში გვმართებს. აუცილებელია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება. გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც პრესინგის დროსაც, ბურთს შეინარჩუნებენ ."

"აღსანიშნავია, რომ შეტევის დროს ძალიან ხშირად ვკარგავთ ბურთს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გაშვებულ გოლამდე მიგვიყვანა. 6 დან 2 ქულა - ეს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას იწვევს."
-ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს "უეფას" ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ გერმანია ესპანეთის ნაციონალურ გუნდს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ბუნდესნაკრებს მიჰყავდა, შეხვედრის 97-ე წუთზე ესპანელებმა გათანაბრება შეძლეს და ხსენებული შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

ტონი კროოსი ერთა ლიგა გერმანიის ნაკრები

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..