» » ჯაკა: შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თამაშით - კი

ჯაკა: შედეგით კმაყოფილები არ ვართ, თამაშით - კი

7-სექ-2020, 19:28
060
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გრანიტ ჯაკა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ერთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, გუნდები ფრეს დასჯერდნენ (1-1).

”ვფიქრობ, თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. საკუთარ კარებში გოლი კი შეცდომის დაშვების გამო მივიღეთ. შედეგით კმაყოფილები არ ვართ - თამაშით კი. ვფიქრობ, უკრაინასთან გამართულ შეხვედრაშიც კარგად გამოვიყურებოდით [1: 2], განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჩემი აზრით, დღეს მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ იმედი ვიტოვებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ." - ციტირებს ჯაკას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეხვედრის პირველ ტაიმში, კერძოდ კი მე-14 წუთზე ილქაი გიუნდოგანმა გერმანელები დააწინაურა. მან გინტერის საგოლე პასი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიელებმა ცდა არ დააკლეს და მეორე ტაიმის 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. თავი უიდმერმა გამოიჩინა.

ერთა ლიგა გერმანიის ნაკრები

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..