» » მოდრიჩი: "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი კანდიდატი - რობერტ ლევანდოვსკი იყო

მოდრიჩი: "ოქროს ბურთის" მოპოვების მთავარი კანდიდატი - რობერტ ლევანდოვსკი იყო

10-სექ-2020, 23:54
075
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, გამოცემა The Times-თან მიცემულ ინტერვიუში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ხსენებული დაჯილდოვების ცერემონია, მიმდინარე წელს არ გაიმართება.

"იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ობიექტური მიზეზი ჰქონდათ. ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ფეხბურთელებმა რომლებმაც დაუჯერებელი სეზონი განვლეს, დაკარგეს შესაძლებლობა საფეხბურთო სამყაროში არსებული უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო მიეღოთ. მე ზუსტად ვიცი, თუ რას განიცდი როდესაც ამ ჯილდოს ეუფლები.სამწუხაროა, რომ იმ ფეხბურთელებს რომლებმაც ოქროს ბურთი დაიმსახურეს, არ ექნებათ მსგავსი შესაძლებლობა.

თუ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი უნდა დავასახელო, მაშინ რობერტ ლევანდოვსკი. იგი ამ პრიზზე მთავარი პრეტენდენტი იყო"
- ციტირებს გამოცემა The Times ლუკა მოდრიჩის სიტყვებს.

ლუკა მოდრიჩ რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..