» » იურგენ კლოპი: ალკანტარა ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა...

იურგენ კლოპი: ალკანტარა ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა...

11-სექ-2020, 17:47
189
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს.

"მე რომ ისეთი სიტყვა მოვიფიქრო, რომელიც გავრცელებულ ხმებს ბოლოს მოუღებდა, მაშინ ძალიან გავმდიდრდებოდი. ხომ ვთქვი რომ ტიაგო შესანიშნავი ფეხბურთელია? სასიამოვნოა, როდესაც მასთან გვაკავშირებენ, თუმცა ამით ყველაფერი დასრულბულია. დიდ მოთამაშეებს დიდ კლუბებთან აკავშირებენ, შესანიშნავია. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია."-ციტირებს გამოცემა Liverpool Echo იურგენ კლოპის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ლეგიონერმა ტიაგო ალკანტარამ, "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანა ინგლისურ "ლივერპულს" სურს. სატრანსფერო ღირებულებად 30-35 მილიონი ევრო მოიაზრება. სულ რამდენიმე კვირის წინ, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე:

"ტიაგოს, სურს რომ დაგვემშვიდობოს. შესაბამის წინადადებებს, უახლოეს დღეებში ველით. თუკი მოვლენები სწორედ ამგვარი სცენარით წარიმართება, მაშინ ეს ძალიან მტკივნეული მომენტი იქნება." - ციტირებდა გამოცემა Die Welt "ბაიერნის" ხელმძღავნელის სიტყვებს.

იურგენ კლოპი ტიაგო ალკანტარა კარლ-ჰაინც რუმენიგე

0
0

Bavaria 333 (14 სექტემბერი 2020 16:20)

რა გინდა შვილო სად მიეხეტები იყავი რა სადაც ხარ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.