» » ალაბა: "ბაიერნი" მხოლოდ კლუბი არ არის, ჩემთვის ის ნამდვილი ოჯახია

ალაბა: "ბაიერნი" მხოლოდ კლუბი არ არის, ჩემთვის ის ნამდვილი ოჯახია

16-სექ-2020, 22:44
053
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა, ახალი კონტრაქტის თაობაზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფეხბურთელის აგენტს ხარბი პირანია უწოდა, თავად ფეხბურთელის მამამ კი "ბაიერნი" ღიად გააკრიტიკა.

”ჩემი სურვილია, რომ კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. ზოგიერთმა განცხადებამ, რომელიც მედიაში გამოჩნდა, გამაკვირვა და გული დამწყვიტა. "ბაიერნი" ჩემთვის მხოლოდ კლუბი არ არის. "ბაიერნი" არის სახლი და ოჯახი. ოჯახში უთანხმოება ხდება ხოლმე, მაგრამ ოჯახი ყოველთვის ოჯახად რჩება. მე ამ აზრზე ვარ” - ციტირებს დავიდ ალაბას სიტყვებს გამოცემა Sky Sport.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალაბა და მისი აგენტი პინი ზაჰავი "ბაიერნისგან" ხუთწლიან კონტრაქტს ითხოვენ, სეზონზე ხელფასის სახით კი 25 მილიონ ევროს ითხოვენ. ფეხბურთელის მამამ, ხსენებულ ინფორმაციას ბინძური ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ არ დათანხმდნენ "ბაიერნის" მიერ შემოთავაზებულ სახელფასო თანხის ოდენობას.

დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნი კონტრაქტის გახანგრძლივება

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..