» » კლაუდიო პისარო "ბაიერნის" ელჩი გახდა

კლაუდიო პისარო "ბაიერნის" ელჩი გახდა

16-სექ-2020, 22:48
050
41 წლის ყოფილი მოიერიშე, კლაუდიო პისარო მიუნხენურ კლუბში დაბრუნდა. ფეხბურთელი ხსენებული კლუბის ელჩად დაინიშნა.

”ძალიან ბედნიერი ვარ, ელჩის სტატუსით "ბაიერნში" დავბრუნდი. მიუნხენში დაბრუნებაზე ვოცნებობდი, რადგან "ბაიერნი" ჩემი ოჯახია. ახალ როლში, მე ისევ ყველაფერს გავიღებ კლუბისთვის, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი, ფეხბურთელის ამპლუაში” - განაცხადა პისარომ.

ფოტო შეგიძლიათ იხილოთ "რეკორდმაისტერის" ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.

კლაუდიო პისარო "ბაიერნის" ელჩი გახდა


მიუნხენის "ბაიერნში", პისარომ სულ ცხრა სეზონი გაატარა (2001-2007, 2012-2015) ჯამში 327 მატჩი გამართა და 125 გოლი გაიტანა. მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში, პიზარო ექვსჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო გერმანიის თასი, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა. მისი მონაგარი ასევე ითვლის უეფას სუპერთასს და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს.

კლაუდიო პისარო ბაიერნი ელჩი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.