კინგსლი კომანი თვითიზოლაციაში იმყოფება
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, თვითიზოლაციაში იმყოფება და გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს.
აღნიშნული ფაქტის მიზეზი კი შემდეგია : 24 წლის ფეხბურთელი კონტაქტში იმყოფებოდა ადამიანთან ვისაც, მოგვიანებით covid-19 დაუდასტურდა. კომანმა შესაბამისი ტესტი უკვე ჩაიტარა, პასუხი უარყოფითია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ ვირუსს ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი აქვს, კომანი კარანტინში რჩება.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური twitter-ის გვერდი.