» » ჰანსი ფლიკი: «ტიაგო ალკანტარა გამორჩეული ფეხბურთელია»

ჰანსი ფლიკი: «ტიაგო ალკანტარა გამორჩეული ფეხბურთელია»

17-სექ-2020, 23:20
048
«მიუნხენის ბაიერნის» ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტში, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი, ტიაგო ალკანტარას «ლივერპულში» ტრანსფერს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 29-წლის ესპანელი ნახევარმცველის «ლივერპულში» ტრანსფერი რეკორდმაისტერის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარებ კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა.

— ტიაგო გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც მიუნხენის ბაიერნში შვიდი წარმატებული წელიწადი გაატარა. დიდებული ადამიანია და შესანიშნავი პროფესიონალი. დღეს ტიაგო თანაგუნდელებს დაემშვიდობა და საკმაოდ ემოციური დღე გამოვიდა», - ჰანსი ფლიკის სიტყვებს ციტირებს რეკორდმაისტერის ტვიტერის გვერდი.

ჰანსი ფლიკი: «ტიაგო ალკანტარა გამორჩეული ფეხბურთელია»

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი ლივერპული ტიაგო ალკანტარა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.