» » ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნს" ემშვიდობება

ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნს" ემშვიდობება

18-სექ-2020, 18:40
139
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა, "რეკორდმაისტერის" ქომაგებს ემშვიდობება. შესაბამისი წერილი მან სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, ალკანტარა საკუთარ კარიერას ინგლისურ "ლივერპულში" გააგრძელებს.

”დიახ, ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება. გადავწყვიტე, ამ შესანიშნავ გუნდში, ჩემი თავი დავხურო. მიუნხენის "ბაიერნში", როგორც ფეხბურთელი ბოლო 7 წლის განმავლობაში განვითარდი და გავიზარდე. იყო მრავალი გამარჯვება, წარმატება, ბედნიერი მომენტები, ხანდახან რთული მდგომარეობაც. ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ აქ მოვედი როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი, დიდი ოცნებებით და მივდივარ ბოლომდე რეალიზებული, შევიცანი ეს კლუბი, ისტორია, ფილოსოფია, ენა და კულტურა. აქ ვისწავლე როგორ უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ტრადიციებს, ახლა ვამბობ ნახვამდის, თუმცა არასდროს დამავიწყდება - mia san mia!

მე და ჩემმა ოჯახმა აქ ფანტასტიკური დღეები განვლეთ, როგორც ქალაქში ისე, ზებენერშტრასეზე და რა თქმა უნდა ჩვენს საყვარელ "ალიანს არენაზე". თქვენთან ერთად ჩემო ბავარიულო ოჯახო, სადაც ძალიან კარგად მექცეოდნენ და ყოველ წამს დიდ სიყვარულს იჩენდნენ ჩემს მიმართ.

ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული ხასიათისაა. მე როგორც ფეხბურთელს, ახალი გამოწვევები მესაჭიროება. რათა განვაგრძო ისეთი განვითარება, როგორსაც ამას აქ "ბაიერნში" ვდემონსტრირებდი. "ბაიერნი" ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. უღრმეს მადლობას გიხდი შენ "ბაიერნო"!
- წერს ტიაგო ალკანტარა სოციალურ ქსელში.

ტიაგო ალკანტარა მიუნხენის ბაიერნი ლივერპული

0
0

GERMAN-BA-Y-ERN (18 სექტემბერი 2020 22:55)

როგორც იქნა... ეგ ერთი და სხვა მრავალი...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.