» » ბაიერნი 8-0 შალკე

ბაიერნი 8-0 შალკე

19-სექ-2020, 01:35
064
2020/21 წლის სეზონის გერმანიის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, «მიუნხენის ბაიერნმა». ჰანსი ფლიკის გაწვრნილი გუნდი საკუთარ მოედანზე გელზენკილხელნის «შალკე 04»-ს მასპინძლობდა.

როგორც მოსალოდნელი იყო რეკორდმაისტერმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. მატჩის დასაწყისშივე მე-4 წუთზე სერჟ გნაბრიმ ანგარიში გახსნა, ლეონ გორეცკამ 19-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, 31-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკის პენალტის რეალიზება არ გასჭირვებია და ფაქტიურად შეხვედრის ბედიც გადაწყდა 3:0.

მეორე ტაიმში გულშემატკივრების უმრავლესობას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი გაახსენდებოდა. ჰანსი ფლიკის შეგირდები გელზენკილხენელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. 47-ე წუთზე გნაბრიბ დუბლი შეასრულა, ხოლო 59-ე წუთზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა

69-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის გენიალური ჩაწოდების შემდეგ მიულერის არც თუ ისე ზუსტი, თუმცა საკმაოდ ძლიერი დარტყმა ვერ მოიგერია ფერმანმა და ანგარიში 6:0 გახდა.

მიუნხენის ბაიერნში ახლახანს გადმოსულმა ლეროი სანემ სადებიუტო შეხვედრაში მაინც მოახერხა გოლის გატანა. 71-ე წუთზე შალკე კონტრშეტევაზე დაიჭირა მიუნხენის ბაიერნმა და მომენტის დასრულება მანჩესტერ სიტის ყოფილმა შემტევმა შეძლო.

მატჩში ბოლო გოლი ბავარიელთა ახალგაზრდა ტალანტმა მუსალამ გაიტანა. 17-წლის ფეხბურთელი საჯარიმოში შეიჭრა და უზუსტესი დარტყმით აიღო ფერმანის კარი 8:0.

ბუნდესლიგა შალკე 04 მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.