» » ბაიერნმა შალკე გაანადგურა

ბაიერნმა შალკე გაანადგურა

19-სექ-2020, 16:40
031
გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი, მიუნხენის "ბაიერნსა" და გელზენკირხენის "შალკე 04-ს" შორის, მასპინძლების გამანადგურებელი გამარჯვებით ანგარიშით 8:0 დასრულდა. წარმოგიდგენთ, ჰანს დიტერ ფლიკისა და დევიდ ვაგნერის კომენტარებს.

დევიდ ვაგნერი ("შალკეს 04"-ის მთავარი მწვრთნელი) -"ეს იყო ცუდი თამაში. "ბაიერნი" წარმოუდგენლად კარგ ფორმაშია. ახლა ეს გუნდი, სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. მათ ეს დღეს ნათლად წარმოაჩინეს. ჩვენ გამოფხიზლება და რეაქციის გამოვლენა გვმართებს.”

ჰან-დიტერ ფლიკი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი) -"ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. მატჩის დაწყებამდე ზუსტად გავწერეთ ამოცანების სპექტრი - ბრწყინვალედ გავუმკლავდით თითოეულ მათგანს. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სეზონშიც მაქსიმალურად ვაპირებთ საკუთარი თავის წარმოჩენას. მოხარული ვარ, რომ დღეს ასეთი თამაში ვაჩვენეთ”.

ბაიერნი შალკე 04 ბუნდესლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.