» » მიულერის მე-200 გოლი

მიულერის მე-200 გოლი

19-სექ-2020, 16:44
043
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა თომას მიულერმა, გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში, გელზენკირხენის "შალკე 04"-თან გამართული პაექრობის დროს, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. თომას მიულერმა "რეკორდმაისტერის" მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მე-200 გოლი გაიტანა. შესაბამის ინფორმაციას, "ბაიერნის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ "შალკესთან" გამართული შეხვედრა, რიგით 536-ე იყო. საკუთარ კარიერაში, სწორედ ამდენჯერ დაიცვა "ბაიერნის" ღირსება - 31 წლის ნახევარმცველმა.

მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, თომას მიულერი გერმანული გრანდის რიგებში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი მის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

მიულერის მე-200 გოლი

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.