» » ხავი მარტინესი — მისტერ სუპერთასი!

ხავი მარტინესი — მისტერ სუპერთასი!

25-სექ-2020, 11:05
088
უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გამარჯვებული «მიუნხენის ბაიერნი» და ევროპის ლიგის ტიტულის მფლობელი «სევილია» დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ჰანსი ფლიკის გუნდმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხა.

რეკორდმაისტერის ბასკმა ნახევარმცველმა კარიერის განმავლობაში მეორედ ითამაშა უეფას სუპერთასის ფინალში და ორივეჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს. გუშინდელ დაპირისპირებაში ხავი მარტინესმა შეხვედრის 104-ე წუთზე მოახერხა თავური დარტყმით გოლის გატანა და რეკორდმაისტერს გამარჯვება მოუტანა.

ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდისთვის უეფას სუპერთასის ტიტული რიგით მეორეა. პირველად მიუნხენელებმა ხსენებული ტიტული 2013 წელს მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ «ლონდონის ჩელსისთან» იმ შეხვედრაშიც სწორედ ხავი მარტინესი აღმოჩნდა საკვანძო ფიგურა.

2013 წელს «მიუნხენის ბაიერნისა» და «ლონდონის ჩელსის» ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ედინ აზარმა ლონდონელები დააწინაურა, თუმცა მატჩის 121-ე წუთზე ბასკმა ლეგიონერმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა.

პენალტების სერიაში კი რეკორდმაისტერმა ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა.

მიუნხენის ბაიერნი ხავი მარტინესი სუპერთასი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.