» » ფლიკი: გუნდს არ ვადანაშაულებ

ფლიკი: გუნდს არ ვადანაშაულებ

28-სექ-2020, 15:12
069
27 სექტემბერს, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ პაექრობაში, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა (4-1). წარმოგიდგენთ, ჰანს დიტერ ფლიკის, მანუელ ნოიერის და თომას მიულერის კომენტარებს.

ჰანსი ფლიკი: ”დღეს მეტოქე გუნდს ძალიან გაუმარტივდა ჩვენს წინააღმდეგ სახიფათო მომენტების შექმნა. ჩვენ თავდასხმაში საჭირო სიმკაცრე ვერ გამოვიჩინეთ, ისე როგორც ამას მიჩვეულები ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ თამაშში კარგად ჩავერთეთ. მე გუნდს არაფერში ვადანაშაულებ. ბიჭები იბრძოდნენ და ძალას არ იშურებდნენ. უნდა შევეგუოთ ამ მარცხს."

მანუელ ნოიერი: ”არ ვეძებთ მიზეზს. რამდენიმე დღეში ერთხელ მატჩი ეს ისაა, რაც წელს გველოდება. ამიტომ, ძალიან ბევრი რამის თქმა არ შეგვიძლია იმის შესახებ, რომ სათანადოდ მომზადებულები ვიყავით. უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა.”

თომას მიულერი: "ჩვენი თამაში არ იყო ოპტიმალური. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რა დროსაც ანგარიში უნდა გაგვეთანაბრებინა, შემდეგ კი მატჩი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ჩვენ მთელი ძალები გავიღეთ. დაცვაში ყველაფერი ქაოტურად გამოიყურებოდა. შეხვედრის მიწურულს, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გაგვერისკა. არ მეგულება არც ერთი გუნდი, რომელიც შეძლებდა და მთელი წლის მანძილზე დამარცხების გარეშე იასპარეზებდა. რა თქმა უნდა, წაგებას არ ვაპირებდით და მატჩამდე არ მქონდა განცდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა. ახლა უბრალოდ უნდა მივიღოთ შედეგი, დავისვენოთ და ოთხშაბათს საქმეებს დავუბრუნდეთ. ჩვენ პასუხის გაცემის დიდი შესაძლებლობა გვაქვს.

მიუნხენის ბაიერნი ჰოფენჰაიმი ბუნდესლიგა ჰანს-დიტერ ფლიკი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.