» » სებასტიან ჰიონესი: ჩვენ ვაჩვენეთ რისი გაკეთება შეგვიძლია

სებასტიან ჰიონესი: ჩვენ ვაჩვენეთ რისი გაკეთება შეგვიძლია

28-სექ-2020, 15:13
093
გერმანიის ჩემპიონატში, მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებულ გამარჯვებას (4-1) გამოეხმაურა, "ჰოფენჰამის" მთავარი მწვრთნელი - სებასტიან ჰიონესი.

სებასტიან ჰიონესი ("ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი) - ”ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ამას ჩვენ წარმოვიდგენდით. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში საუკეთესო ფორმით ვერ შევედით. პირველ 10 წუთში "ბაიერნის" დომინირება შესამჩნევად დიდი იყო, მაგრამ პირველი წუთების შემდეგ მათი ზეწოლისaგან თავის დაღწევა მოვახერხეთ. ჩვენ შევძელით ვყოფილიყავით სახიფათოები, ამავდროულად მშვენივრად ვიცავდით საკუთარ კარებს. ჩვენი გუნდის ხარისხი კარგად არის ცნობილი, ამიტომ ეს ყველაფერი არ მიკვირს. "ჰოფენჰაიმმა" აჩვენა, რისი გაკეთებაც შეუძლია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ბაიერნს" 120 წუთიანი თამაში ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა მაინც ძლიერი ფეხბურთი აჩვენა”

ალექსანდრ როზენი ("ჰოფენჰაიმის" სპორტული დირექტორი) - "ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მნიშვნელოვანი ამბავი! განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ თებერვალში ბაიერნთან 0:6 დავმარცხდით. მათ ზედიზედ 23 გამარჯვება მოიპოვეს, დღეს კი ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ანგარიშით 4-1, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ "ბაიერნის" განვლილი მატჩები და უეფას სუპერთასის თამაში, რომელიც 120 წუთს გაგრძელდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოწინააღმდეგემ ზეწოლა დაუყოვნებლივ იგრძნოს ”

სებასტიან ჰიონესი მიუნხენის ბაიერნი ჰოფენჰაიმი ალექსანდ როზენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.