» » ერიკ შუპა-მოტინგი ბავარიელია

ერიკ შუპა-მოტინგი ბავარიელია

5-ოქტ-2020, 19:00
054
„პარი სან-ჟერმენის“ კამერუნელი თავდამსხმელი მიუნხენის „ბაიერნის“ ახალწვეული გახდა.

31 წლის ფეხბურთელი ბავარიას თავისუფალი აგენტის სტატუსით ერგო. ფორვარადმა კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე თარიღდება.


„სასიამოვნოა ბუნდესლიგაში დაბრუნება, განსაკუთრებით კი გერმანიის უძლიერეს კლუში გადმოსვლა. ვის არ მოუნდებოდა „ბავარიაში“ თამაში? ეს ჩემთვის დიდი პატივია. „ბავარიაში“ მიზანი მუდამ ერთია - ყველა ტიტულის მოგება. ძალიან მოტივირებული ვარ ამ მიზნების მიღწევისთვის“, - აცხადებს კამერუნელი თავდამსხმელი.

შუპა-მოტინგი 2018 წლიდან ასპარეზობდა „პსჟ“-ში. წინა სეზონზე მან ლიგა 1-ში 9 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბუნდესლიგაში ის „ჰამბურგში“, „ნიურბერგში“, „მაინცში“, „შალკე 04“-ში, ხოლო ინგლისში „სტოკ სიტიში“ ასპარეზობდა.

ერიკ შუპა-მოტინგი ბავარიელია


შუპა-მოტინგი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.