» » დუგლას კოსტა ბავარიაში ბრუნდება

დუგლას კოსტა ბავარიაში ბრუნდება

5-ოქტ-2020, 19:17
063
“ბავარიამ“ „იუვენტუსიდან“ სეზონის ბოლომდე დუგლას კოსტა იჯარით აიყვანა. ბრაზილიელი „ბაოერნში“ 2015=2017 წლებში ასპარეზობდა. 3 წლის წინ კი ვინგერი ტურინში გადაბარგდა.

ჰასან სალიხამიჯიჩი: „დუგლას კოსტა ჩვენს ფლანგებს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენს თამაშში უფრო მეტად გააძლიერებს. სერჟ გნაბრის, ლეროი სანეს, კინგსლი კომანის, ჯამალა მუსიალასა და დუგლას კოსტას სახით ამ პოზიციაზე სრულად დაკომპლექტებულია გუნდი. ეს კი მწვრთნელს დაეხმარება რაციონალურად მოახდინოს დატვირთვის დოზირება ფეხბურთელებზე. დუგლასი იცნობს „ბავარიას“ და ის ძალიან სწრაფად ადაპტირდება.

დუგლას კოსტა: „ძალია მოხარული ვარ, რომ კვლავ „ბავარიაში“ ვიასპარეზებ. მიუნხენში მე შესანიშნავი დრო გავატარე, ბევრი ტიტულის მფლობელი გავხდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონშიც კვლავ წარმატებულნი ვიქნებით“.

დუგლას კოსტამ „შახტარიდან“ გადმოსვლის შემდეგ „ბავარიაში
77 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გატანილი გოლის ავტორი გახდა.

დუგლას კოსტა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.