» » ჰანსი ფლიკი: დავალება შესრულებულია!

ჰანსი ფლიკი: დავალება შესრულებულია!

16-ოქტ-2020, 11:45
039
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, გერმანიის თასის ეგიდით "დურენთან" ჩატარებულ შეხვედრას გამოეხმაურა. მატჩი "რეკოდრმაისტერის" სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ჰანსი ფლიკი: "დურენმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა, პირველივე წუთებიდან ისინი თამამად მიიწევდნენ წინ. ცოტა დრო დაგვჭირდა თამაშში შესასვლელად. საბოლოო ჯამში, გამარჯვება ეჭვს არ იწვევს. კმაყოფილი ვარ მეორე ტურში გადასვლით. ეს იყო ჩვენი მიზანი. ახალბედებმა დღეს გარკვეული დრო მიიღეს იმის საჩვენებლად, რისი გაკეთება შეუძლიათ. კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით. ახლა უნდა დავაკვირდეთ, იმას რომ საკუთარი კონდიციების 100 პროცენტს, ეტაპობრივად მიუახლოვდნენ.”

თომას მიულერი: ”ჩვენ შესანიშნავად შევასრულეთ სავალდებულო დავალება. "დურენმა" აჩვენა კონცეფცია, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამისათვის ისინი დიდ პატივისცემას იმსახურებენ. პირველიდან 90-ე წუთამდე არანაირი შეგრძნება არ არსებობდა, იმისა რომ მეხუთე დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. ისინი აგრესიულად მოქმედებდნენ პრესინგის დროს. იდელაური თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა ნორმალურად გამოვიყურებოდით."

ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი: ”ეს ადვილი მატჩი არ იყო. დურენმა კარგი თამაში აჩვენა, განსაკუთრებით შეხვედრის დასაწყისში. სათასო მატჩში მხოლოდ გამარჯვებაა საჭირო. ვფიქრობ, ეს კარგი დებიუტი იყო. მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი ორი გოლით და"ბაიერნის" მაისურით ჩატარებული პირველი ორთაბრძოლით. უკვე 100 პროცენტით ვგრძნობ საკუთარ თავს "ბავარიაში". თამაშის დონე და ფიზიკური კონდიციები დროთა განმავლობაში მოვა - დიდი ხანია არ მითამაშია. ძალიან კარგი იყო ამდენ ხანს მინდორზე ყოფნა. ვფიქრობ, ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ ძალას გამოვავლენ მოედანზე. სწორედ ამიტომ ვმუშაობ ვარჯიშებზე - ძალიან მინდა თამაში”

მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასი დურენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.