» » ლუსიენ ფავრი: საგოლე მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა

ლუსიენ ფავრი: საგოლე მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა

8-ნოე-2020, 11:30
046
მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "შავ-ყვითელთა" უკანახაზელმა მატს ჰუმელსმაც.

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მთავარი მწვრთნელი) - "მთლიანობაში, შესაძლებელია ითქვას, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ. გვქონდა მრავალი მომენტი და არა მხოლოდ მეორე ტაიმში. გვმართებდა ხსენებული მომენტების უკეთ რეალიაზიაცია. კარგი მატჩი ჩავატარეთ."

მატს ჰუმლესი (დორტმუნდის "ბორუსია") - "მეტოქე გუნდის კარებთან მეტად ცივსისხლიანად უნდა გვემოქმედა. ამ მატჩში ჩვენ არ ვდომინირებდით. ვფიქრობ, რომ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გვქონდა ბრწყინვალე საგოლე შანსები, სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ეს გახსნილი თამაში იყო. დღევანდელი "ბაიერნი" განსაკუთრებით ძლიერია შეტევაში, მისი დაცვა კი ღიაა. გამართლება და უიღბლობა, ეს ტოპ-მატჩების თანმდევი ასპექტებია."

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ პაექრობაში "ბაიერნმა" მეტოქე გუნდი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 2-3 დაამარცხა.

ლუსიენ ფავრი მატს ჰუმელსი მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდის ბორუსია

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.