» » ნოიერი: ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ასპარეზობენ

ნოიერი: ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ასპარეზობენ

11-ნოე-2020, 13:22
041
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გადატვირთული გრაფიკის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს.

"მსგავსი სეზონი არასდროს ყოფილა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ აღარასოდეს განმეორდება. ფეხბურთელები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ასპარეზობენ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რამდენიმე ვარჯიშს ვერ ვასრულებთ დატვირთვების გამო. მატჩის შემდგომ ძალების აღდგენა გვჭირდება, შემდეგ იწყება ტაქტიკაზე მუშაობა, ამას მოყვება დასკვნითი ვარჯიში, ბოლოს კი ისევ ახალი ორთაბრძოლა იწყება. არ არსებობს არანაირი მინი ტურნირები ან ინდივიდუალური ვარჯიშები." - აცხადებდა მანუელ ნოიერი გამოცემა Sportbuzzer-თან საუბრის დროს.

მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 18 ქულით, გერმანიის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილს საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" იკავებს, მათ აქტივში 16 ქულაა ფიქსირებულ

მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.