» » კროოსი: "ბაიერნი" "რეალზე" ძლიერია

კროოსი: "ბაიერნი" "რეალზე" ძლიერია

15-ნოე-2020, 11:53
037
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი გამოცემა Marca -სთან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კლუბი მოცემულ მომენტში, ევროპის მასშტაბით საუკეთესაო.

"ეჭვგარეშეა, მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო რამდენიმე თვე ევროპის საუკეთესო გუნდი იყო. "რეალი" საუკეთესო იყო რამდენიმე წელიწადის მანძილზე და ვიცით, რა სირთულეებს უკავშირდება ეს ყველაფერი. შეუძლებელია 10 წელი ზედიზედ ყველაფერს იგებდე. "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო, ახლა ამ ადგილს მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს. მიუნხენელებმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ჩემთვის კი ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ასოცირდება. ეს ყველაზე რთული ტურნირია."

"ბაიერნი" მადრიდის "რეალზე" უკეთესია, მაგრამ ეს ახლა პრობლემა არ არის, რადგანაც ჩვენ არ ვასპარეზობთ ბუნდესლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაში გვიწევს "ბაიერნთან" დაპირისპირება. ყოველშემთხვევაში ახლა ასეა. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ გუნდები, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არიან" - ციტირებს გამოცემა Marca ტონი კროოსის სიტყვებს.

ტონი კროოსი მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.