» » ნოიერი: ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა

ნოიერი: ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა

19-ნოე-2020, 13:59
024
გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი, გამოცემა Bayern & Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში საკუთარი თანაგუნდელების შესახებ საუბრობს. ნოიერის განცხადებით, თომას მიულერს, ჟერომ ბოატენგს და მატს ჰუმელსს კვლავაც შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ ეროვნულ გუნდს. მათი არ გამოძახება კი მხოლოდ და მხოლოდ იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებაა.

"სამივე ფეხბურთელს შეეძლო ჩვენი დახმარება, მათ ეს არაერთხელ უჩვენებიათ. არც თომასს, არც მატსს და არც ჟერომს საკუთარი კარიერა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში არ დაუსრულებიათ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია, მაგრამ მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთლიანობაში, ეს ნაციიონალური გუნდის თავკაცის გადაწყვეტილებაა." - ციტირებს გამოცემა Bayern & Germany მანუელ ნოიერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა კატასტროფული მარცხი განიცადა. ესპანელებმა მეტოქე გუნდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს.

მანუელ ნოიერი მატს ჰუმელსი თომას მიულერი ჟერომ ბოატენგი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.