» » ხედირა: ინგლისის ჩემპიონატი ოცნებად რჩება

ხედირა: ინგლისის ჩემპიონატი ოცნებად რჩება

19-ნოე-2020, 14:00
036
ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი სამი ხედირა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ინგლისის ჩემპიონატის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერ ლიგაში ასპარეზობა მისთვის ნამდვილ ოცნებად რჩება.

"ბავშობაში ჩემი ოცნება იყო ინგლისის ჩემპიონატში მეთამაშა. მოცემულ მომენტში საფეხბურთო კარიერით კმაყოფილი ვარ, თუმცა რაღაც მაინც მაკლია -პრემიერ ლიგაში თამაში მუდამ მსურდა, ეს ოცნება კი კვლავაც მიუღწეველია. ამ დრომდე ვადევნებ თვალს ხსენებული ჩემპიონატის მატჩებს. უკე ძალიან დიდი რაოდნებით შეხვედრები ვნახე. განსაკუთრებით მომწონს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ თამაში, როდესაც ამის შესაძლებლობა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეძლევა. ატმოსფერო, თამაშის სტილი და ფეხბურთის გააზრება, ყოველთვის დიდ შთაბეჭიდლებას ახდენდა ჩემზე. თუ კი მაინც შედგება ამგვარი ტრანსფერი, მაშინ ჩემი ოცნება ასრულდება. ჩემთვის ეს უდიდესი პატივი იქნება"

"მოურინიო, ყველაზე საუკეთესო მწვრთნლად რჩება ვისთან ერთადაც კი მიმუშავია. რატომ? მისი პიროვნებიდან გამომდინარე. ის გამოირჩევა გულწრფელობით, კონკრეტულობით და კონცენტრაციით. ბევრი საუბრობს, რომ ჟოზე დაცვით ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ის გამარჯვებული და ჩემპიონია. მისი ხელმძღვანელობით თამაშის დროს დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მისთვის არასდროს მითქვამს "არა", თუმცა მსოფლიოში უამრავი მწვრთნელია ვისთან ერთადაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. ინგლისის პრემიერ ლიგაშიც კი ძალიან ბევრია ასეთი სპეციალისტი."
- ციტირებს გამოცემა Sky Germany გამოცდილი ნახევარმცველის სიტყვებს.

სამი ხედირა ტურინის იუვენტუსი ინგლისის ჩემპიონატი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.