» » გნაბრი: ძალიან გაბრაზებული ვარ

გნაბრი: ძალიან გაბრაზებული ვარ

19-ნოე-2020, 14:05
047
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, ესპანეთის ნაციონალურ გუნდთან განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში ესპანელებმა მეტოქე დამამცირებელი ანგარიშით 6-0 დაამარცხეს.

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ნათლად ჩანდა, რომ თამაშის მიმდინარეობის დროს ერთგვარ გადაწყობას ვახდენდით, იცვლებოდა შეტევის სტილიც. ახლა რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ. ეს კარგად ჩანს ჩემს სახეზეც, იგრძნობა ჩემს ხმაშიც. უაღრესად გაბრაზებული და უაღრესად იმედგაცრუებუოი ვარ." - ციტირებს უეფას პრეს-სამსახური სერჟ გნაბრის სიტყვებს.

ფერან ტორესი - "ნებისმიერი ფეხბურთელისათვის ნამდვილი ოცნებაა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთბაშად სამი გოლი გაიტანოს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ბედნიერებას, რასაც ახლა განვიცდი. ის რაც მე გამომოივიდა, ასეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში... ჩემი გოლებით ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარე."

სერჟ გნაბრი ფერან ტორესი გერმანიის ნაკრები ერთა ლიგა ესპანეთის ნაკრები

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.