» » ზეპ მაიერი: გერმანიის ნაკრებში ასაკობრივი ბალანსი დარღვეულია

ზეპ მაიერი: გერმანიის ნაკრებში ასაკობრივი ბალანსი დარღვეულია

19-ნოე-2020, 14:06
056
ლეგენდარული გერმანელი მეკარე ზეპ მაიერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ბუნდესტიმის პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნაციონალური გუნდი გამოცდილი მოთამაშეების ნაკლებობას განიცდის.

"არის უამრავი ახალგაზრდა და საინტერესო ფეხბურთელი. ჩემი აზრით, აუცილებელია ნაკრებში ერთგვარი ბალანსი არსებობდეს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების სახით. დაუშვებელია ისეთ ფეხბურთელებზე უარის თქმა, როგორებიც არიან: ჰუმელსი, ბოატენგი და მიულერი. ისინი ხომ ამ გუნდს ეკუთვნიან. ასე, რომ მე კარგად მესმის იმ აღშფოთების რასაც გულშემატკივრების მხრიდან ვხედავთ."

"თუ ეროვნულ ნაკრებს ტიტულების მოგება სურს, მაშინ მის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს გამოცდილი მოთამაშეები. ნამდვილი ლიდერები. განსაკუთრებით ეს საჭიროება დაცვის ხაზში დგას. როდესაც 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, მაშინ გუნდის საშუალო ასაკი 28 წელი იყო. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ბუნდესნაკრებს სწორედ გამოცდილი ფეხბურთელები აკლია"
- ციტირებს გამოცემა Goal ზეპ მაიერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ევროპის ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა გერმანია დამანგრეველი ანგარიშით 6-0 დაამარცხა.

ზეპ მაიერი გერმანიის ნაკრები ერთა ლიგა ესპანეთის ნაკრები

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.