» » goal: ბოატენგი "ბაიერნიდან" წასვლის შესახებ საუბრობს

goal: ბოატენგი "ბაიერნიდან" წასვლის შესახებ საუბრობს

20-ნოე-2020, 10:31
044
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, "რეკორდმაისტერი" ხსენებულ უკანახაზელთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს და დიდი ალბათობით ჟერომი გერმანულ გრანდს დაემშვიდობება.

"ალბათ შეამჩნევდით, რომ მე ძალიან მიყვარს ახალი ქალაქების, ახალი კულტურის და ახალი ადამიანების გაცნობა. არ მომწონს, როდესაც ერთი და იგივე ადგილზე დიდ ხანს ვრჩები. სწორედ ამიტომ პარიზი, ლონდონი და არა მხოლოდ ევროპული ქალაქები, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მუდამ ვამბობდი, რომ მსურს რაღაც სიახლე და რაღაც ახალი გამოწვევის მიღება. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები ჩინებულ ფორმაში და ბოლო თვეების განმავლობაში გუნდს დიდ დახმარებას ვუწევდი. ამის შესახებ საუბრობს მთავარი მწვრთნელი, ჰანს დიტერ ფლიკიც. ამას აღნიშნავენ ჩემი თანაგუნდელებიც. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია. როდესაც დამშვიდობების დრო მოვა, მე ამაყად მოვიხედავ უკან და გავიხსენებ წლებს, რომელიც "ბაიერნში" გავატარე." - აცხადებს ჟერომ ბოატენგი გამოცემა goal-თან მიცემულ ინტერვიუში.

ჟერომ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი 32 წლის გამოცდილ მცველს, 12 მილიონ ევროდ აფასებს.

ჟერომ ბოატენგი მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.