» » ლევანდოვსკი: საუკეთესო სეზონი მქონდა

ლევანდოვსკი: საუკეთესო სეზონი მქონდა

5-დეკ-2020, 12:38
0108
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი გამოცემა Daily Mail-თან საუბრის დროს, "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მისი გაუქმებით, ხელმძღვანელობამ არამართებული ნაბიჯი გადადგა.

"ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონია არ გაიმართებოდა. შესაძლოა, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყოს, რადგანაც სხვა ჯილდოებს ეს შეზღუდვა არ შეხებიათ. ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მწვრთნელი თუ ჟურნალისტი საქმის კურსშია, რომ მე საუკეთესო სეზონი მქონდა."

"ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ეს შთამბეჭდავი იყო. მოხარული ვარ, რომ ეს ყველამ იხილა. ის ტიტულები რაც მოვიპოვეთ, უბრალოდ შესანიშნავია. ამავე დროს, მე კარგად მესმის, რომ თითოეული ინდივიდუალური ჯილდო, ეს მთლიან გუნდს ეკუთვნის. გუნდისთვის რთულია ფორვარდის გარეშე ითამაშოს, ისევე როგორც ფორვარდისთვისაა რთული უგუნდოდ თამაში."-ციტირებს პოლონელი გოლიადორის სიტყვებს გამოცემა Daily Mail

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნი ოქროს ბურთი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..