» » რუმენიგე: ნოიერი საუკეთესოა

რუმენიგე: ნოიერი საუკეთესოა

5-დეკ-2020, 12:40
0133
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს. რუმენიგე, ხსენებული ფეხბურთელის მიმართ, კომპლიმენტებს არ იშურებს და აცხადებს, რომ ნოიერი საუკეთესო მეკარეა ფეხბურთის ისტორიაში.

"ნოიერი -მსოფლიოში საუკეთესოა მეკარეა. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით ის საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში. გერმანიაში მუდამ გვყავდა კარგი მეკარეები, განსაკუთრებით "ბაიერნში". მაგალითად: ზეპ მაიერი, ოლივერ კანი... მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ნოიერმა კარის დარაჯის როლი, ახალ დონეზე აიყვანა." - ციტირებს გამოცემა Goal-ი კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

მანუელ ნოიერის მიმართ, საქებარ სიტყვებს არ იშურებდა ლონდონის "არსენალის" კარის დარაჯი ბერნდ ლენოც - "რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის. მე კარგად ვიცი ვისთან მაქვს საქმე, ნათელი გონებით შემიძლია არსებული მოცემულობა შევაფასო. ბოლოს და ბოლოს ჩემს წინაშეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ჩემი აზრით მანუელ ნოიერი, ბოლო 30-40 წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო კიპერია. სათადარიგო სკამზე ჯდომით ჭკუიდან არ ვიშლები და ვცდილობ სიტუაციას პოზიტიურ ჭრილში შევხედო." - ციტირებს გამოცემა Die Welt ბერნდ ლენოს სიტყვებს.

მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნი კარლ-ჰაინც რუმენიგე ბერნდ ლენო

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..