» » UEFA: მიულერი მოახლოებულ დაპირისპირებას აფასებს

UEFA: მიულერი მოახლოებულ დაპირისპირებას აფასებს

12-აპრ-2021, 20:58
0167
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პარი სენ-ჟერმენთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, მატჩი 13 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

"ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, თუ იმავე რაოდენობის საგოლე მომენტებს შევქმნიდით, როგორც ეს პირველ შეხვედრაში იყო. გადამწყვეტ მომენტებში უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ. განვლილი ორთაბრძოლა გავაანალიზეთ და დიდი იმედი მაქვს სათანადო კორექტირებასაც შევიტანთ მოახლოებულ დაპირისპირებაში. ამ თამაშს მივუდგებით იმავე განწყობით, როგორც ეს ტრადიციულად გვჩვევია. აუცილებელია ერთგვარი ბალანსი მოვძებნოთ რისკსა და ცალკეულ შემთხვევებს შორის. თავქუდმოგლეჯილი არ შევუტევთ, თუმცა ვეცდებით სწრაფი გოლი გავიტანოთ" - ციტირებს უეფას პრეს-სამსახური თომას მიულერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, პირველი 1/4 ფინალური მატჩი, რომელიც "ალინს არენაზე" შედგა სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. მიუნხენის "ბაიერნს" ორბურთიანი სხვაობით მოგება მართებს, რათა ხსენებული ბარიერი დაძლიოს და 1/2 ფინალური საგზური მოიპოვოს.

თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..