» » ფლიკი : ურთულესი მატჩი გველის

ფლიკი : ურთულესი მატჩი გველის

12-აპრ-2021, 21:39
0160
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს. ამონარიდს მისი ინტერვიუდან UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი გვთავაზობს.

"პირველ დაპირისპირებაში ჩვენს გუნდს მრავალი შანსი ჰქონდა, სამწუხაროდ მათი რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. ამ ასპექტში აშკარად მოსამატებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვიცით რომ წინ ურთულესი ბრძოლა გველის. ვეცდებით საკუთარი ძალების მაქსიმუმი გავიღოთ. კარგად ვიცით, რომ წარმატების მოსაპოვებლად მინიმუმ ორი გოლის გატანა გვმართებს, ეს ძალიან რთული მიზანია, თუმცა სწორედ ამგვარი მატჩების გამო გვიყვარს ფეხბურთი. პარიზში მცირე სენსაციის მოხდენას შევეცდებით. რა თქმა უნდა, უბედნიერესები ვიქნებით, თუ შევძლებთ და დასახულ მიზანს მივაღწევთ."-აღნიშნავს ჰანსი ფლიკი.

პირველი 1/8 ფინალური მატჩი, რომელიც "ალიანს არენაზე" შედგა ფრანგული გრანდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. მაშინ მატჩის რეზულტატი ფლიკმა შემდეგი სიტყვებით შეაფასა - "არ გაგვიმართლა. "პარი სენ-ჟერმენი" ეფექტურად მოქმედებდა და შექმნილი რამდენიმე მომენტიდან სამი გოლის გატანაც მოახერხა. ჩვენ შეხვედრას ერთგვარ რითმს ვაძლევდით. მეტოქე გუნდის კარისკენ 31 ჯერ დავარტყით. იმის ხილვა, თუ როგორ ფეხბურთს ვდემონსტრირებდით, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო."

"სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმო ზონაში, არასაკმარისად ეფექტურები აღმოვჩნდით. გუნდი სრული 90 წუთის მანძილზე იბრძოდა. არ ნებდებოდა უკანასკნელ წამამდე... პარიზში მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გველის, რა დროსაც ცდას არ დავაკლებთ ჩვენთვის სასიკეთო რეზულტატის დასაფიქსირებლად. ძველებურად გვსურს ნახევარფინალურ სტადიაზე გასვლა. დაფიქსირებულ შედეგს კი ამ სურვილზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია."-აცხადებდა ნამატჩევს ჰანს დიტერ ფლიკი.

"პარი სენ-ჟერმენისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირება 13 აპრილს არის ჩანიშნული. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..