» » კიმპემბე: უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ

კიმპემბე: უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ

12-აპრ-2021, 22:39
0162
საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" უკანახაზელი პრესნელ კიმპემბე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. იმ შემთხვევაში თუ "პსჟ" გერმანულ ბარიერს დაძლევს ეს უდიდესი წარმატება იქნება - აცხადებს ფეხბურთელი.

"ძალიან მიყვარს კონკურენცია. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, კაპიტნის სამკლაურის ტარების გამო. ეს მანიშნებელია იმისა, თუ როგორ მენდობა კლუბი და მთავარი მწვრთნელი. ვეცდები მოედანზე ყოფნის დროს, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდო. დიდი გზა გამოვიარეთ, იმედს ვიტოვებ წინ კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი გველის. ძალიან ვამაყობ, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

თუ ჩვენ მოვახერხებთ და მიუნხენის "ბაიერნს" გამოვთიშავთ ასპარეზობიდან, მაშინ ეს ნამდვილად უდიდესი მიღწევა იქნება. მოცემულ მომენტში "ბაიერნი" ხომ ევროპის საუკეთესო გუნდია. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გზის გაგრძელება,მართლაც დიდებული რამ იქნება." - ვკითხულობთ პრესნელ კიმპემბეს სიტყვებს უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პრესნელ კიმპემბე პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..