» » ნაგელსმანი: ეს დამსახურებული შედეგია!

ნაგელსმანი: ეს დამსახურებული შედეგია!

15-სექ-2021, 11:29
036
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კატალონიის "ბარსელონასთან" მოპოვებული გამარჯვების შესახებ, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. შეგახსენებთ, მიუნხენელებმა სტუმრად ანგარიშით 0-3 იმარჯვეს.

"შეხვედრის საწყის წუთებში გარკვეული სირთულეები გვქონდა, რაც უკავშირდებოდა მემფის დეპაის შეჩერებას. ეს საკითხი გადავწყვიტეთ, რის შემდეგადაც კარგად მოქმედება დავიწყეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში "ბარსელონას" მთავარი პრობლემა ეს შეტევის დაგვირგვინება იყო. ძალიან კარგად ვიცავდით საკუთარ თავს. ბურთთან ერთად მოქმედების დროს კი შანსებს ვქმნიდით."

"100 პრცენტიანი მომენტები, მცირე რაოდენებით გვქონდა. საჭირო იყო მათი გამოყენება, რათა უპირატესობა მიგვეღო. მეორე ტაიმში მეტი სტაბილურობა ვაჩვენეთ. უფრო ღრმად დავიწიეთ დაცვაში, რაც ნაწილობრივ ამინდის გაუარესების გამოც იყო გამოწვეული. "ლევიმ" კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი გამორჩეული საგოლე ალღო. მეორე გოლის მომენტში სენსაციურადაც კი ითამაშა. საერთო ჯამში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და სამი გოლის გატანაც მოვახერხეთ. ეს დამსახურებული შედეგია!" -აცხადებდა იულიან ნაგელსმანი.

"ვიცოდით, რომ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელიც ამ დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით გვევლინებოდა. გაშვებულმა გოლმა ჩვენი თამაში არია. "ბაიერნმა" დაამტკიცა, რომ მოცემულ მომენტში, გაცილებით მაღლა დგას." -ეს კი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სიტყვებია.

უეფას ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის ბაიერნი ბარსელონა იულიან ნაგელსმანი რონალდ კუმანი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.