» » თომას მიულერისა და რობერტ ლევანდოვსკის შეფასებები

თომას მიულერისა და რობერტ ლევანდოვსკის შეფასებები

15-სექ-2021, 11:45
042
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონასთან" მოპოვებულ გამარჯვებას (0-3) გამოეხმაურა მიუნხენის "ბაიერნის" ორი გამორჩეული ფეხბურთელი - რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი.

თომას მიულერი - პირველი ტაიმის შუა პერიოდში, ჩვენი საქმეები მეტად სასიკეთოდ წარიმართა. გვქონდა რამდენიმე კარგი ბურთის ჩაჭრის ეპიზოდი, რასაც ძლიერი შეტევა მოჰყვა. დაცვაში კარგად ვიდეგით და მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. რაც შეეხება შეტევას ალბათ, ერთი ორი გოლით მეტი უნდა გაგვეტანა. ამ არენაზე თამაშიც კი ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს. ბიჭები ამით უბრალოდ ტკბებოდნენ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე, აქ ანგარიშით 0-3 იგებ ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. ბედნიერები ვართ.

რობერტ ლევანდოვსკი - ყოველთვის სასიამოვნოა მოედანზე ყოფნა და ღიმილიანი სახით, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა. ეს დიდებული შეგრძნებაა. რა თქმა უნდა, არენაზე შეზღუდვებიც მოქმედებდა, თუმცა იმედს ვიტოვებ სულ მალე, ყველაფერი ჩვეულ ნორმებს დაუბრუნდება. გაწეული სამუშაოთი კი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენ საკუთარი ძლიერი მხარე ვაჩვენეთ. პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ მხოლოდ გამარჯვება გვინდოდა. რაც მთავარია შეხვედრას მთლიანად ვაკონტროლებდით. "ბარსა" ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ჩვენს კარებთა. მართლაც კარგი დღე იყო.

რობერტ ლევანდოვსკი თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგა ბარსელონა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.