» » კიმიხი: კარგი მატჩი ჩავატარეთ

კიმიხი: კარგი მატჩი ჩავატარეთ

15-სექ-2021, 11:59
046
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იოზუა კიმიხი, კატალონიის "ბარსელონასთან" გამართულ პაექრობას აფასებს.

"ვერ ვიტყვი, რომ თამაშში მარტივად შევედით. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტად ვიღებდით ხელში მართვის სადავეებს. ამას მოჰყვა გატანილი გოლიც და წინ გავედით. ასხლეტის მომენტში გაგვიმართლა, ესეც უნდა ითქვას. მიუხედავად ყველაფრისა, პირველ ტაიმში ჩვენ მაინც უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე მოწინააღმდეგე."

"ახლა როდესაც უკან ვიყურები და მოვლენებს ვაფასებ ვიტყვი, რომ დამანგრეველი ანგარიშითაც შეგევეძლო მოგება. ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც მარტივ ეპიზოდში ვცდებდით და კონცენტრაციას ვკარგავდით. საერთო ჯამში კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად გვაქვს. შეინიშნება სასიკეთო ტენდენცია. თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გუნდი ვხდებით. იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ ამგვარი შემართებით გავაგრძელებთ წინსვლას." - ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იოზუა კიმიხის სიტყვებს.

14 სექტემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ არენაზე მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა. მატჩი სტუმარი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 0-3 დასრულდა.

იოზუა კიმიხი მიუნხენის ბაიერნი ბარსელონა უეფას ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.