» » პატივისცემის ნიშნად მესიმ გერდ მიულერს მაისური გაუგზავნა

პატივისცემის ნიშნად მესიმ გერდ მიულერს მაისური გაუგზავნა

10-01-2013, 14:53
0133
კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელმა, ლიონილ მესიმ, პატივისცემის ნიშნად საკუთარი მაისური, გერმანული ფეხბურთის ლეგენდას, გერდ მიულერს გაუგზავნა.

არგენტინელი ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე. 2012 წლის მონაცემებით ლიონელ მესიმ გატანილი ბურთების რაოდენობით გადაუსწრო გერმანელ გერდ მიულერს.

1972 წელს მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ერთ კალენდარულ წელში 85 გოლის ავტორი გახდა და რეკორდი დაამყარა. 2012 წლის მონაცემებით არგენტინელმა ფეხბურთელმა 91 გოლის გატანა შეძლო და გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა.

"ჩემს მაისურს ვუგზავნი გერდ მიულერს. გამოვხატავ რა, მისდამი აღტაცებასა და დიდ პატივისცემას", - ამგვარი წარწერით გაუგზავნა არგენტინელმა ფეხბურთელმა მიულერს საკუთარი მაისური.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში დაამარცხა თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა და მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..