» » ბადშტუბერი: წუწუნით ჩემს მდგომარეობას ვერ ვუშველი

ბადშტუბერი: წუწუნით ჩემს მდგომარეობას ვერ ვუშველი

11-01-2013, 02:23
098
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი.

23-წლის ცენტრალურმა მცველს, რომელმაც ჯვარედინა მყესის მძიმე დაზიანება მიიღო მარიო გიოტცესთან შეჯახებისას, მოუწევს ხუთი თვე იუქმოს იმ დროს, როდესაც მისი თანაგუნდელები სეზონის მეორე ნახევრის წარმატებით გაგრძელებას აპირებენ.

"თავიდან დიაგნოზი, რომ გავიგე შოკში ვიყავი. მხოლოდ, რამდენიმე დღის შემდეგ შევძელი თავი ხელში ამეყვანა და მობილიზება გამეკეთებინა. საკუთარი თავის შეცოდება არაფერს არ მომცემს. მნიშვნელოვანია, მომავალს შევხედო იმედიანად, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის ფაქტი, რომ შეშუპება აღარ მაქვს დამატებით სტიმულსა და მოტივაციას მაძლევს", - ამბობს ბადშტუბერი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

"ყატარიდან ჩამოსულმა მარიო გომესმა გამამხნევა და მითხრა: ჰოლგერ, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრავმა გაქვს, ხელის ჩაქნევა არაფრით არ შეიძლება. აუცილებლად, უნდა იბრძოლო და საუკეთესოს იმედი გქონდეს".

"გუნდური სულისკვეთება გაცილებით დიდია, ვიდრე გასულ წლებში. კლუბში ჯანსაღი კონკურენციაა, თითოეული ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს მიუნხენის ბაიერნის წარმატებისთვის. სწორედ ასეთი მიდგომა გვაერთიანებს".

"იმედი მაქვს, რომ ბიჭების დაბრუნების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ბაზა გაცოცხლდება", - ამბობს ჰოლგერ ბადშტუბერი.

23-წლის ფეხბურთელის მდგომარეობა იუპ ჰაინკესმაც შეაფასა და განმარტა, რომ ბადშტუბერი აუცილებლად შეძლებს მდგომარეობიდან გამოსვლას.

"დღითიდღე ჰოლგერი თავს უკეთესად გრძნობს. ვფიქრობ, სეზონის მიწურულისთვის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ბადშტუბერის ამჟამინდელი დევიზი უნდა იყოს: მოთმინება და გულმოდგინე მუშაობა", - თქვა ჰაინკესმა
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..